როგორ მუშაობს ბიბლიოთეკა
მარტივი გზამკვლევი სტრასბურგის ქართული ასოციაციის წიგნებით სარგებლობისთვის.
01
1. გახდი ასოციაციის წევრი
ბიბლიოთეკით სარგებლობა შეუძლიათ მხოლოდ „GeNaissance“-ის აქტიურ წევრებს. წლიური საწევროს გადახდა და რეგისტრაცია ხდება HelloAsso-ს პლატფორმაზე.
02
2. შეარჩიე და დაჯავშნე ონლაინ
გადაავლე თვალი ჩვენს კატალოგს. სასურველი წიგნის პოვნისას დააჭირე „დაჯავშნას“. თუ წიგნი გატანილია, ავტომატურად მოხვდები მოლოდინის რიგში (Waitlist).
03
3. გატანა და დაბრუნება
დაჯავშნილი წიგნი შეგიძლია გაიტანო ასოციაციის შეხვედრებზე ან საკონტაქტო პირთან შეთანხმებით. წიგნის დაბრუნების ვადაა 3 კვირა.
მთავარი წესები და შეზღუდვები
გთხოვთ გაითვალისწინოთ შემდეგი პირობები ბიბლიოთეკის გამართული ფუნქციონირებისთვის:
მაქსიმუმ 3 წიგნი
ერთდროულად შეგიძლიათ გაიტანოთ მაქსიმუმ 3 წიგნი.
3 კვირიანი ვადა
წიგნის დაბრუნების სტანდარტული ვადაა 21 დღე. ვადის გაგრძელება შესაძლებელია ონლაინ, თუ წიგნზე არ არის მოლოდინის რიგი.
გაფრთხილება
გთხოვთ, მოეპყრათ წიგნებს ფრთხილად. დაზიანების ან დაკარგვის შემთხვევაში წევრი ვალდებულია აანაზღაუროს წიგნის ღირებულება ან მოიტანოს ახალი ასლი.
ხშირად დასმული კითხვები
კონტენტი ვერ მოიძებნა